Loading data...
Deutche Welle: უკრაინული დრონი დონეცკის ოლქში ავტობუსს მოხვდა - დაღუპულია 7 ადამიანი

უკრაინული დრონი დონეცკის ოლქში მოსკოვი-სიმფეროპოლის ავტობუსს მოხვდა. როგორც დონეცკის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი, დენის პუშილინი იუწყება, დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

პუშილინის თქმით, იერიში იმ მომენტში განხორციელდა, როდესაც ავტობუსი დასახლება ენაკიევოს მახლობლად გადაადგილდებოდა. პუშილინმა ამ ფაქტს „არაადამიანური, უპრეცედენტო აგრესიის აქტი“ უწოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერორისტული აქტის მუხლით.

უკრაინის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მხოლოდ სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს უტევენ.