Loading data...
Deutche Welle: ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი აირჩიეს

ირანის დაღუპული ლიდერის შვილი, ალი ხამენეი მოჯთაბა ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება 88 წევრისგან შემდგარმა შიიტურმა უზენაესმა საბჭომ მიიღო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

წყაროების ცნობით, მოჯთაბა ხამენეის არჩევა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ზეწოლით მოხდა.

1 მარტს ავიაიერიშის დროს ალი ხამენეის დაღუპვის შემდეგ ირანს სამი ადამიანისგან შემდგარი საბჭო ედგა სათავეში - პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი გოლიამა ხოსეინ მოხსენი-ეჯეი და კონსტიტუციის მცველთა საბჭოს წევრი აიათოლა ალირეზა არაფი.

ალი ხამენეი ირანს 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა, ის ავიაიერიშების დროს დაიღუპა, რომლებიც ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაიწყეს.

ირანის უზენაეს სულიერ ლიდერს ე.წ. ექსპერტთა საბჭოს წევრები ნიშნავენ. ეს ორგანო 88 წევრისგან შედგება, რომლებიც ისლამური სამართლის საკითხებში ექსპერტებად ითვლებიან. ამ საბჭოს არჩევა ირანში 8 წელიწადში ერთხელ ხდება.