Loading data...
Der Spiegel: რუსეთმა ახალი და იაფი „შაჰედების“ გამოყენება დაიწყო

რუსეთმა ცოტა ხნის წინ თავის არსენალს ახალი სადესანტო დრონი დაამატა, ეს არის Shahed-107 მოდელი, - ამის შესახებ ჟურნალი Der Spiegel სამხედრო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იუწყება.

„მოსკოვმა შედარებით ადრე გადაწყვიტა Shahed-136 სისტემის გამოყენება, თუმცა ირანს სხვა ვარიანტებიც აქვს“, - განაცხადა ფაბიან გინცმა, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) დრონების ექსპერტმა.

მისი თქმით, ირანმა წელს წარადგინა Shahed-10. მისივე განმარტებით, მსგავსი უპილოტო საფრენი აპარატის წარმოება უფრო იაფი და სწრაფია Shahed-136 მოდელთან შედარებით, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი იარაღია შორ მანძილზე საჰაერო თავდასხმებისთვის.

მედიის ცნობით, Shahed-136-თან შედარებით, Shahed-107-ს,  უფრო მარტივი დიზაინი აქვს. ირანელმა ინჟინრებმა, ასევე, შეამცირეს ძრავის ხარჯები.

„Shahed-136 იყენებს გერმანული Limbach-ის თვითმფრინავის ძრავის ჩინურ ასლს. მეორეს მხრივ, Shahed-107 იყენებს ჩინური მწარმოებლის DLE-ს ძრავას, რომელიც ძალიან იაფია“, - აცხადებს IISS-ის ექსპერტი.