Der Spiegel: ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში ფრიდრიხ მერცის თანამდებობიდან შესაძლო წასვლას განიხილავენ
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელობა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის მეთაურის პოსტიდან შესაძლო წასვლას განიხილავს“, - წერს Der Spiegel-ი პარტიაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ეს საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში სამი ფედერალური მიწის რეგიონული პარლამენტების სექტემბრის არჩევნების შემდეგ დადგეს. Der Spiegel-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ ქდკ-ის შიგნით იზრდება უკმაყოფილება პარტიაში არსებული მდგომარეობით და მერცის ავტორიტეტი მისი თანამებრძოლების ნაწილში ეცემა.
2026 წლის სექტემბერში არჩევნები უნდა გაიმართოს ბერლინის, საქსონია-ანჰალტისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ პარლამენტებში. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რომლებსაც Der Spiegel ეყრდნობა, შედეგები ქდკ-ისთვის შესაძლოა არახელსაყრელი აღმოჩნდეს. არჩევნების შემდეგ, როგორც გამოცემის რესპონდენტები აცხადებენ, ამ ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებმა შესაძლოა მერცს კანცლერის თანამდებობის დატოვების წინადადებით მიმართონ.
სავარაუდო შემცვლელად წყაროები ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრს, ჰენდრიკ ვუსტს ასახელებენ. ჟურნალის ინფორმაციით, მას ქდკ-ის თავმჯდომარისა და ფედერალური მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატად განიხილავენ.