დენის შმიგალი: უკრაინაში არ დარჩენილა ელექტროსადგურები, რომლებსაც რუსეთმა არ შეუტია
„უკრაინაში არ დარჩენილა ელექტროსადგურები, რომლებსაც რუსეთმა არ შეუტია“, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
შმიგალის თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ ამჟამად ყველაზე ცუდი მდგომარეობაა კიევსა და კიევის რეგიონში, ასევე ოდესაში, დნეპროპეტროვსკში, ხარკოვსა და ფრონტის ხაზის ყველა ზონაში.
„უკრენერგოს“ დისპეტჩერები მასზე კონტროლს ინარჩუნებენ, თუმცა იძულებულნი არიან მოხმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვები დააწესონ“, - აცხადებს დენის შმიგალი.
ინფორმაციისთვის, 15 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვში რუსების იერიშის შედეგად ასობით ათასი ადამიანი გათბობის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
15 იანვარს რუსულმა ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც უკრაინული მხარის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი განადგურდა.