1770236893
უცხოეთი
დენის შმიგალი: რუსები ახალ თავდასხმებს ამზადებენ, უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკი, შესაძლოა, გაუარესდეს
უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში ვითარება კვლავ ძალიან რთულია. არსებობს რისკი, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკი შეიძლება გაუარესდეს, - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა.
„ეს გამოწვეულია ბოლო დარტყმით. ამავდროულად, რუსები ემზადებიან ენერგეტიკულ სექტორზე ახალი თავდასხმებისთვის მომდევნო კვირაში“, - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
შმიგალის თქმით, აღდგენითი სამუშაოები ყველა რეგიონში გრძელდება, კერძოდ, კიევში 230-ზე მეტი ჯგუფი მუშაობს და ასევე, ჩართულია „ნაფტოგაზის“ 40 სარემონტო ჯგუფი.
მან დასძინა, რომ მთავრობა აძლიერებს მუშაობას ყველა პარტნიორთან ენერგეტიკული აღჭურვილობის შესაძენად და 30-ზე მეტი ქვეყანა უკვე უწევს მხარდაჭერას უკრაინას ამ ზამთრის გადატანაში.