Loading data...
დენის შმიგალი: ასობით ათასი ოჯახი -25°C-ში გათბობის გარეშე მიზანმიმართულად რჩება

„უკრაინის რვა რეგიონი თავდასხმის ქვეშ მოექცა“, - აცხადებს უკრაინის პირველი ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი დენის შმიგალი. 

„დარტყმები განხორციელდა ბალისტიკური რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების და დრონების რამდენიმე ტიპის გამოყენებით. დარტყმები მიმართული იყო მაღალსართულიანი შენობებისა და კომბინირებული თბოელექტროსადგურების (CHP) წინააღმდეგ“, - აღნიშნა შმიგალმა. 

მისივე თქმით, რუსული ძალების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. 

„ასობით ათასი ოჯახი, ზამთრის ყველაზე ცივ ამინდში, -25 გრადუსში მიზანმიმართულად რჩება გათბობის გარეშე“, - აცხადებს დენის შმიგალი. 

ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ალექსეი კულება-ს ცნობით, რუსეთმა დრონებითა და რაკეტებით დაბომბა საცხოვრებელი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კიევში, ხარკოვში, ოდესაში, დნეპროპეტროვსკში, სუმში, ვინიცის ოლქებსა და სხვა რეგიონებში.