Loading data...
დენიელ შაპირო: ტრამპის კომენტარები ირანში ახალი ლიდერობის საჭიროების შესახებ და ხამენეის მიერ ტრამპის პროვოცირება მაფიქრებინებს, რომ ტრამპი ამ კვირაში უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციას შეეცდება

ამერიკელი დიპლომატი და შტატების ყოფილი ელჩი ისრაელში, დენიელ შაპირო სოციალურ ქსელში წერს, რომ ტრამპი, ხამენეის ლიკვიდაციას უახლოეს მომავალში შეეცდება.

„ტრამპის კომენტარები „პოლიტიკოსთან“ ირანში ახალი ლიდერობის საჭიროების შესახებ და ხამენეის მიერ ტრამპის პროვოცირება მაფიქრებინებს, რომ ტრამპი ამ კვირაში უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციას შეეცდება.

მალე ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ავიამზიდების შემტევი ჯგუფი გამოჩნდება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანში ფართომასშტაბიანი დარტყმების განხორციელებას და ირანის საპასუხო დარტყმებისგან თავდაცვისთვის მზადყოფნას გაუადვილებს.

მაგრამ ეს ირანში რეჟიმის შეცვლას ვერ გამოიწვევს, თუკი ხამენეის მოშორება მოხდება, მმართველობას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჩაიგდებს ხელში, აგრესიული და რეპრესიული რეჟიმი კი შენარჩუნდება“, - წერს შაპირო.