დენიელ დრისკოლი აცხადებს, რომ აშშ-უკრაინის ურთიერთობები ისეთი მტკიცე არ არის, როგორც კიევს სურს
„აშშ-ის ხელისუფლება ვალდებულია მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის განმავლობაში დახმარება სრულად არ აკმაყოფილებდა კიევის მოლოდინებს“, - CBS News-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება აშშ-ის არმიის ყოფილმა მდივანმა დენიელ დრისკოლმა იალტის ევროპულ სტრატეგიულ კონფერენციაზე გააკეთა.
„ვფიქრობ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეერთებულ შტატებსა და თქვენს ქვეყანას {უკრაინა} შორის არსებული ურთიერთობები, შესაძლოა, ისეთი მტკიცე არ ყოფილიყო, როგორიც თქვენ გსურდათ, თუმცა, ჩემი შეფასებით, აშშ ყოველთვის ცდილობდა, თქვენი ქვეყნის წარმატებისთვის შეეწყო ხელი“, — განაცხადა დრისკოლმა კიევში გამართულ ღონისძიებაზე.
არმიის მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, დენიელ დრისკოლი სხვა საკითხებთან ერთად მონაწილეობდა შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და რუსეთს შორის, აბუ-დაბიში და შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებში.
მისი გადადგომის მიზეზი არ გახმაურებულა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი, შესაძლოა, აშშ-ის ომის მდივან პიტ ჰეგსეთთან დაძაბული ურთიერთობა ყოფილიყო.