„დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია“ - შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას გმობს.
„დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია. მკაცრად ვგმობ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მკაცრად ვგმობ თავდასხმას“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე.
Political violence is absolutely unacceptable in a democracy.
— Charles Michel (@CharlesMichel) July 14, 2024
I strongly condemn the attack on former President Donald Trump.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან მართავდა შეხვედრას, რა დროსაც, სროლა ატყდა. შედეგად, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
მალევე ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ხალხის მიმართულებით გაისროლა, ლიკვიდირებულია.
რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მან ყურზე მიიღო დაზიანება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.