Loading data...
დელსი როდრიგესი მოუწოდებს დონალდ ტრამპს, რომ ვენესუელას სანქციები მოუხსნას

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და ვენესუელის ნავთობზე დაწესებული აკრძალვები გააუქმოს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

როდრიგესმა განაცხადა, რომ აშშ და ვენესუელა ამჟამად ერთმანეთისთვის მეგობრული ქვეყნებია და კარაკასს აშშ-სთან თანამშრომლობის მხრივ „ახალი გვერდის გადაშლა“ სურს. სწორედ ამიტომ ვაშინგტონმა ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გააუქმოს.

ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის წინა ლიდერის, ნიკოლას მადუროს შეპყრობის შემდეგ, დელსი როდრიგესმა ვაშინგტონთან თანამშრომლობა დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლებამ პოლიტპატიმრების ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო და ასობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.

როდრიგესმა ასევე სასარგებლო წიაღისეულის შესახებ კანონების რეფორმა განახორციელა. ამის შემდეგ ვენესუელის ნავთობის სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის გაიხსნა. როგორც რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-მა უკვე მიიღო ვენესუელიდან 89 მლნ ბარელი ნავთობი. ტრამპმა ვენესუელას „ახალი მეგობარი და პარტნიორი“ უწოდა.