1769085216
უცხოეთი
დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში ერთმანეთს ხვდებიან.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა Sky News განუცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან „ახლოს არიან“.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ის ერთ საკითხამდე დაიყვანეს.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ეს თემა ერთ საკითხამდე დავიყვანეთ და ამ საკითხის მოგვარების ვარიანტები განვიხილეთ. თუ ამ საკითხის მოგვარება ორივე მხარეს სურს, მაშინ ამას სრულად მოვაგვარებთ“, - განაცხადა უიტკოფმა.