1768942359
უცხოეთი
დავოსში სტივ უიტკოფი პუტინის წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს შეხვდა
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს შეხვდა.
უიტკოფმა დმიტრიევთან შეხვედრა „ძალიან პოზიტიურად“ შეაფასა.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა აშშ-ის პრეზიდენტის კიდევ ერთი სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი.
კირილ დმიტრიევის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები „კონსტრუქციულად მიმდინარეობდა“.
„სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს რუსეთის პოზიციის სისწორეს“, - დასძინა დმიტრიევმა.