1768972717
უცხოეთი
დავოსში მიმავალი ტრამპის თვითმფრინავი აშშ-ში დაბრუნდა - CNN-მა მიზეზი გაარკვია
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. წერს CNN.
„წყაროს ცნობით, Air Force One ტექნიკური გაუმართაობის გამო ენდრიუსის ერთობლივ ბაზაზე ბრუნდება“, - წერს გამოცემა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი ბაზაზე უსაფრთხოდ დაეშვა და აშშ-ის პრეზიდენტი დავოსში სხვა თვითმფრინავით გაემგზავრება.