Loading data...
„დაუყოვნებლივ მოაშორეთ“ - ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და მოითხოვს, მან დაუყოვნებლივ მოაშოროს ყველა ნაღმი, რომელიც, შესაძლოა, ჰორმუზის სრუტეში ჰქონდეს განთავსებული.

მისი თქმით, თუ ირანი არ გაითვალისწინებს გაფრთხილებას, თეირანი უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო შედეგების წინაშე დადგება.

„თუ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ერთი ნაღმიც კი განათავსა, და ჩვენ ამის შესახებ ცნობები არ მიგვიღია, გვინდა, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მათი მოშორება! თუკი რაიმე მიზეზის გამო მათი განთავსება მოხდა და ამიერიდან არ მოაშორებენ მათ, ირანისთვის სამხედრო შედეგები იქნება იმ მასშტაბის, რომელიც მანამდე არავის უნახავს. ხოლო თუ ისინი მოაშორებენ იმას, რაც განათავსეს, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება“ - წერს ტრამპი.