1792590190
უცხოეთი
დასრულდა პუტინის და უიტკოფის შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა
პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის სტივენ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
მოლაპარაკება კონსტანტინეს სასახლეში გაიმართა. შეხვედრაში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევიც მონაწილეობდა.
ტრამპის მეორე სპეცწარმომადგენელი ჯარედ კუშნერი სანკტ-პეტერბურგში ვერ ჩავიდა, რადგანაც ავადაა. „ინტერფაქსის“ ცნობით, პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უიტკოფმა და დმიტრიევმა კონსტანტინეს სასახლე ერთად დატოვეს.