დასავლეთი აქტიურად განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნას - CNN
უკრაინის დასავლელი მოკავშირეები აქტიურად განიხილავენ, თუ როგორ უნდა განათავსონ ნატოს ქვეყნებმა ჯარები დემილიტარიზებულ ზონაში დახმარების გასაწევად შესაბამისი სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, - ამის შესახებ CNN ევროპელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
„ალბათ, ნატოს ზოგიერთი ჯარის ყოფნა უკრაინის ფრონტის ხაზზე შეძლებს კრემლის შეკავებას“, - წერს გამოცემა.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჰიუგმა 2014-15 წლებში განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის საკმარისი.
ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს სწორი დახმარებით: „ევროპაში ჰიბრიდული თავდასხმების მასშტაბები უკვე მკვეთრად გაიზარდა და უკრაინის დამარცხება ბევრად ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე დახმარება. პუტინმა აჩვენა სრული უგულებელყოფა საერთაშორისო სამართლის მიმართ და მისი ნდობა შეუძლებელია. უსაფრთხოების გარანტიები, ნებისმიერი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დიდი ალბათობით, ჩაიშლება, რუსეთი უბრალოდ ხელახლა შეიარაღდებდა და თავს დაესხმება. ცუდი სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ ახალ ომს გამოიწვევს, როგორც ეს ადრე იყო“.
მისი თქმით, აუცილებელია წარსულიდან გაკვეთილების სწავლა და „ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების მდგრადობის უზრუნველყოფა“.