დასაკარგი დრო არ არის, უკრაინას ჩვენი დახმარება ახლა სჭირდება - უკრაინაში აშშ-ის ელჩი

უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს ეხმაურება.
„კიევსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კაცები, ქალები და ბავშვები რუსულმა მასიურმა სარაკეტო და დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა გააღვიძა. უკრაინის საჰაერო თავდაცვასა და მის გმირ დამცველებს ვეყრდნობით, რათა ჩვენ ყველანი დაგვიცვას. დასაკარგი დრო არ არის. უსაფრთხოების სფეროში უკრაინას ჩვენი დახმარება ახლა სჭირდება“, - წერს უკრაინაში აშშ-ის ელჩი.
შეგახსენებთ, 7 თებერვალს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსეთის თავდასხმების სამიზნეს კიევის, დნეპროპეტროვსკის, ლვოვის, ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქები წარმოადგენდა.
У Києві та по всій країні чоловіки, жінки та діти прокинулися від чергової масованої російської ракетної та безпілотної атаки. Ми покладаємось на протиповітряну оборону України та героїчних військовослужбовців, які захистять нас усіх. Не можна гаяти часу. Україна потребує нашої…
— Ambassador Bridget A. Brink (@USAmbKyiv) February 7, 2024