Loading data...
დანიის პრემიერი: ნეთანიაჰუ ახლა თავად არის პრობლემა

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა მკაცრად გააკრიტიკა თავისი ისრაელელი კოლეგა ბენიამინ ნეთანიაჰუ და აღნიშნა, რომ „ნეთანიაჰუ ახლა თავად არის პრობლემა“. დანიური მედიის ცნობით, ამის შესახებ მან Jyllands-Posten-თან ინტერვიუში განაცხადა.

„შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ჩვენთვის ძალიან, ძალიან რთულია ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენა“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

მან გააკრიტიკა ღაზას სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ახალი დასახლებების მშენებლობის გეგმები.

„ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც სურს ისრაელზე ზეწოლის გაზრდა, მაგრამ ჯერ არ გვაქვს წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა“, - აღნიშნა ფრედერიქსენმა.

მან განმარტა, რომ გულისხმობს პოლიტიკურ ზეწოლასა და მიზანმიმართულ სანქციებს კონკრეტული ისრაელელი თანამდებობის პირებისა და დასახლებულების წინააღმდეგ, მაგრამ შესაძლოა, ასევე მთლიანად ისრაელის წინააღმდეგ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა და სამეცნიერო თანამშრომლობა.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ისრაელის ხელისუფლება „ძალიან შორს წავიდა“, თუმცა დანია მთლიანობაში კვლავ მხარს უჭერს ისრაელს.