Loading data...
დანიის პრემიერი ესპანეთისთვის შენგენის ზონით სარგებლობის შეჩერებას ითხოვს

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ევროკავშირს მოუწოდებს, ესპანეთს შენგენის ზონით სარგებლობის უფლება შეუჩეროს, თუ მადრიდი მიგრაციული კრიზისის მოგვარებას ვერ შეძლებს.

ფრედერიკსენის განცხადებით, ბრიუსელმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს მკაცრი ზომები და ყველა შესაძლო სცენარი განიხილოს, მათ შორის - შენგენის შეთანხმების დროებით შეჩერებაც.

„თავისთავად ცხადია, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა და განიხილოს ყველა ვარიანტი, მათ შორის შენგენის თანამშრომლობის შეჩერება. უკონტროლო მიგრაცია საფრთხეს უქმნის როგორც ევროპას, ისე დანიას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.