Loading data...
დანიის პრემიერი: ჩვენ გვჭირდება ნატოს მუდმივი ყოფნა არქტიკის რეგიონში, მათ შორის გრენლანდიის გარშემო

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ნატოს სთხოვა, უფრო მეტად ყოფილიყო წარმოდგენილი არქტიკის რეგიონში, განსაკუთრებით გრენლანდიის გარშემო.

„ვფიქრობ, ნატოში ყველა თანხმდება ამაზე, ასევე, სხვა წევრი სახელმწიფოები, რომ ჩვენ გვჭირდება ნატოს მუდმივი ყოფნა არქტიკის რეგიონში, მათ შორის გრენლანდიის გარშემო.

ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, მუქარის გარეშე. ამიტომ, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ვიპოვით პოლიტიკურ გადაწყვეტას დემოკრატიის ფარგლებში“, - დასძინა დანიის პრემიერმა.