Loading data...
დანიის პრემიერი: აზრს მოკლებულია საუბარი იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება გრენლანდიის მიტაცება

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, შეწყვიტოს მუქარა გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების თაობაზე.

როგორც მან აღნიშნა, დანია და, შესაბამისად, გრენლანდია ნატოს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება.

„აბსოლუტურად აზრს მოკლებულია საუბარი იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება გრენლანდიის მიტაცება. აშშ-ს არ აქვს უფლება, დანიის სამეფოს სამი ერიდან რომელიმეს ანექსირება მოახდინოს.

მკაცრად მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის, სხვა ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რომლებმაც ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ იყიდებიან“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.