Loading data...
დანიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავდა, სულ მცირე, 17 ადამიანი

კოპენჰაგენთან ახლოს ორი სამგზავრო მატარებლი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას DR ავრცელებს. 

ინციდენტი კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰილეროდისა და კაგერუპის დამაკავშირებელ რკინიგზის ხაზზე მოხდა.

ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიციო და სამაშველო ძალებია მობილიზებული.

რეგიონული ხელისუფლების ბოლო ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 17 ადამიანი, რომელთაგან ოთხი მძიმედ არის დაშავებული.