Loading data...
„დანებდით ან ღაზას ქალაქის განადგურება იხილავთ“ - კაცი „ჰამასს“ პასუხობს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ „ჰამასი“ მალე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი „ჰამასს“ აფრთხილებს: ან მიიღოს ისრაელის პირობები ომის დასასრულებლად, მათ შორის ყველა მძევლის გათავისუფლება და განიარაღება, ან ღაზას ქალაქი „რაფასა და ბეით ჰანუნს დაემსგავსება“.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მზადაა ყველა მძევალი გაათავისუფლოს ომის დასრულებისა და ისრაელის ჯარების სრული გასვლის სანაცვლოდ.

ცნობისთვის, ისრაელი ღაზას ქალაქის დასაპყრობად გაფართოებული შეტევისთვის ემზადება.