Loading data...
Daily Star - პუტინი აპირებს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას 97 წლამდე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის მმართველის თანამდებობაზე ყოფნას 2050 წლამდე აპირებს, ხოლო შემდეგ ძალაუფლებას შვილს გადასცემს. ამის შესახებ გამოცემა Daily Star წერს.

ახლა რუსეთის პრეზიდენტი 72 წლისაა. 2050 წელს პუტინი 97 წლის იქნება. შემდეგ კი ის ძალაუფლების გადაცემას შვილისთვის, ივანესთვის აპირებს, რომელიც ახლა 10 წლისაა, - წერს Daily Star. 

დღეს არსებული კონსტიტუციის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის სავარძელში ყოფნა 2036 წლამდე შეუძლია. თუ ის პრეზიდენტად 2050 წლამდე დარჩა, მაშინ ქვეყნის ლიდერის ხანგრძლივობით ის ივანე მრისხანეს დაეწევა და გაასწრებს ჩრდილოეთ კორეის ყოფილ ლიდერს კიმ ირ სენს, ლიბიის ყოფილ ლიდერს მუამარ კადაფის და კუბის ყოფილ მმართველს ფიდელ კასტროს.

გამოცემა ასევე წერს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ თანამდებობას 82 წლის ასაკში დატოვებს და მას მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევის უფლება აღარ აქვს.