Loading data...
დაგლას ჯონსი: უკრაინას ნატოში გაწევრიანების კონკრეტულ გზებს შესთავაზებენ

მომავალ კვირას ვაშინგტონში ნატოს სამიტზე უკრაინას შესთავაზებენ კონკრეტულ გზებს ალიანსში მომავალი გაწევრიანების დასაჩქარებლად, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დუგლას ჯონსმა განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო დეკლარაციაში ნატოს წევრი ქვეყნები დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. თუმცა, კონკრეტულ ფორმულირებაზე ჯერ კიდევ შეთანხმება მიმდინარეობს.

დაგლას ჯონსის ცნობით, ალიანსი, ასევე, განიხილავს იმას, თუ როგორ დაეხმაროს უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან ახლა, როგორ შეაჩეროს რუსეთი მომავალში და როგორ მოემზადოს ნატოში წევრობისთვის.

მისივე ცნობით, ვაშინგტონში სამიტზე ნატოს არაწევრი 35 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება მიწვეული.

ცნობისთვის, ნატოს სამიტი ვაშინგტონში 9-11 ივლისს გაიმართება.