Loading data...
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ტერნოპოლში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ტერნოპოლში 19, 20 და 21 ნოემბერი გლოვის დღეებად გამოცხადდა. ამის შესახებ ტელეგრამზე ტერნოპოლის მერი სერგეი ნადალი იტყობინება. 

„ტერნოპოლი დღეს თქვენთან ერთად გლოვობს“, - აცხადებს ტერნოპოლის მერი. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის 7 საათზე, რუსებმა ტერნოპოლსა და მის ოლქებზე საჰაერი იერიში მიიტანეს. დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი. დაიღუპა 25 ადამიანი, 66 კი დაიჭრა.