Loading data...
„დაღუპულია „ჰეზბოლას“ 20-მდე მებრძოლი“ - ისრაელმა მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით 100-ზე მეტი დარტყმა განახორციელა

ისრაელმა მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციების დროს იერიშები განახორციელა, რის შედეგადაც „ჰეზბოლას“ 20-მდე მებრძოლი დაიღუპა.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით ზუსტ და მიზანმიმართულ ოპერაციებზე.

„რეგიონში განხორციელებული რეიდების დროს 100-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც „ჰეზბოლას“ 20-მდე ოპერატიული წევრი დაიღუპა და ამ ტერიტორიაზე მდებარე სახლებიდან ასობით იარაღი ამოიღეს“.