Loading data...
დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს - არის მსხვერპლი

დაღესტანში, დერბენტში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას Tass-ი ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი და პოლიციის თანამშრომელი. 

თავდასხმა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მოხდა. 

„სავარაუდოდ, დერბენტში თავდამსხმელები თეთრი მანქანით გაიქცნენ“, - წერს რუსული მედია. 

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მუშაობენ.