დააკავეს გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი, რომელსაც სახელმწიფო ღალატის შემცველი ჯაშუშობა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება და სახელმწიფო ღალატის მცდელობა ედება ბრალად
გამომძიებლებმა გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ყოფილი პრეზიდენტი აუგუსტ ჰანინგი დააკავეს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ფედერალურ სადაზვერვო სამსახურში სახელმწიფო ღალატის ახალი საქმე იკვეთება, რამაც შესაძლოა უწყების რეპუტაცია შეარყიოს.
ფედერალური გენერალური პროკურატურა BND-ის ყოფილ პრეზიდენტ აუგუსტ ჰანინგს საქმეს იძიებს, რომელსაც სახელმწიფო ღალატის შემცველი ჯაშუშობის, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების, სახელმწიფო ღალატის მცდელობისა და სადაზვერვო აგენტის საქმიანობის ბრალდება აქვს წარდგენილი.
მედიის ცნობით, გამოძიება ასევე მიმდინარეობს უწყების კიდევ ერთი ვეტერანი თანამშრომლის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო ღალატის მცდელობასა და სახელმწიფო ღალატის შემცველ ჯაშუშობაში ხელშეწყობა. ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ინფორმაცია დღის განმავლობაში პრესრელიზში გამოქვეყნდებოდა.