Loading data...
CNN: უიტკოფი და კუშნერი ირანელებთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში გაემგზავრებიან

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს თავისი სპეციალური წარმომადგენლების სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის პაკისტანში გაგზავნას, რათა უახლოეს დღეებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან მოლაპარაკებებში მიიღონ მონაწილეობა, - ამის შესახებ CNN-ს ადმინისტრაციის ორმა წარმომადგენელმა განუცხადა.

ოფიციალური პირების თქმით, ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი ამჟამად არ გეგმავს დასწრებას, რადგან ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი, ასევე არ მონაწილეობს შეხვედრაში. თეთრი სახლის წარმომადგენლები ღალიბაფს ირანის დელეგაციის ხელმძღვანელად და ვენსის კოლეგად მიიჩნევენ.

როგორც მედია ოფიციალური პირებზე დაყრდნობით წერს, ვიცე-პრეზიდენტი მზად იქნება ისლამაბადში გაემგზავროს, თუ მოლაპარაკებები წინ წავა, ხოლო მისი აპარატის წევრები პაკისტანში იქნებიან და მოლაპარაკებებს დაესწრებიან.