Loading data...
CNN: ტრამპმა საუდის არაბეთთან რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა ხელი, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთის მთავრობასთან რამდენიმე ახალი შეთანხმება გააფორმა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

აშშ-ის პრეზიდენტის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, ორმა ლიდერმა, დონალდ ტრამპმა და მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა, ერ-რიადში ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს და სხვა აღმასრულებელ შეთანხმებებს, რომლებიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს მოიცავს.

შეთანხმებებიდან არაერთი ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობაზეა ფოკუსირებული, მათ შორის „საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების მოდერნიზაციასა და განვითარებაზე მომავალი თავდაცვის შესაძლებლობების მეშვეობით“, „ ეროვნული გვარდიის სახმელეთო და საჰაერო სისტემებისთვის საბრძოლო მასალების მომზადების, დამხმარე სერვისების, ტექნიკური სისტემების განახლებების, სათადარიგო ნაწილებისა და განათლების“ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებასა და „საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე“.

ამასთან, ხელი მოეწერა სხვა შეთანხმებებს, მათ შორის თანამშრომლობას ქვეყნების საბაჟო ორგანოებს შორის, „ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებულ სამედიცინო კვლევებზე“ თანამშრომლობას, ასევე, „სასამართლო თანამშრომლობას“, პარტნიორობას საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის და სხვ.