Loading data...
CNN: ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის 8 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის დაახლოებით რვა მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციამ დააჩქარა ისრაელისთვის, კატარისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის და ქუვეითისთვის მილიარდობით დოლარის იარაღის მიყიდვა. ჯამურად, იარაღის ღირებულება 8 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით მიიღო.

უწყების განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განსაზღვრა, რომ არსებობდა „საგანგებო მდგომარეობა“, რაც ქვეყნებისთვის იარაღის დაუყოვნებლივ გაყიდვას მოითხოვდა.

როგორც მედია წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადმინისტრაცია საგანგებო მიზეზით კონგრესის გვერდის ავლით მოქმედებს. მარტის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა ანალოგიური გადაწყვეტილებით ისრაელს იარაღი მიჰყიდა.