1794050528
უცხოეთი
CNN: თეთრ სახლთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებს, რომ ხმებმა პრეზიდენტ ტრამპის მოკვლა უბრძანეს
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან ახლოს ვენესუელელი კაცი დააკავა, რონი იორდრიქს გუანიპა ჩრინოსი დააკავა, რომელსაც მოპარულ ავტომობილში რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც ამერიკული მედია წერს, შეიარაღებული კაცი აცხადებს, რომ ხმებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ჩრინოსი აშშ-ში 2024 წელს არალეგალურად შევიდა.
დაკავებულის მანქანაში აღმოაჩინეს შაშხანა და ორი პისტოლეტი, ასევე ათობით ვაზნა.
„დაკავებულმა განაცხადა, რომ ხმები ესმოდა, რომლებმაც ვაშინგტონში ჩასვლა და დონალდ ტრამპის მოკვლა უბრძანეს“, - ნათქვამია შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.