1773171525
უცხოეთი
CNN: პენტაგონმა დაასახელა, რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა ირანთან ომში
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 140 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა განაცხადა.
მისი თქმით, დაშავებულთაგან 8 ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
„ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დაწყებიდან მოყოლებული, 10-დღიანი ხანგრძლივი თავდასხმების დროს დაახლოებით 140 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, ამ დაზიანებების დიდი უმრავლესობა მსუბუქი იყო და 108 სამხედრო მოსამსახურე უკვე დაუბრუნდა სამსახურს. რვა სამხედრო მოსამსახურე კვლავ მძიმედ არის დაჭრილი და უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას იღებს