Loading data...
CNN: მექსიკაში, მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოკლეს

მექსიკის ვერაკრუსის შტატში მერობის კანდიდატს, მმართველი პარტია „მორენას“ წევრს, ესენია ლარა გუტიერესს საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში ესროლეს, რის შედეგადაც ის და კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ლარა გუტიერესი წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. ღონისძიება „ფეისბუკით“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, როცა 20-მდე გასროლის ხმა გაისმა.

პროკურატურის განცხადებით, მოკლულია სულ 4 ადამიანი, მათ შორის მერობის კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტის მმართველი პარტიის წევრი იყო. ასევე, დაშავებულია 3 პირი.

თავდასხმა დაგმო მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა.

მისი თქმით, რომ თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენ ვახორციელებთ კოორდინირებას უსაფრთხოების მდივანთან ყველა სახის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ვერაკრუსის და დურანგოს შტატებში საარჩევნო პერიოდში იყოს საჭირო“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.