1753905797
უცხოეთი
CNN: კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა გალაპაგოსის კუნძულებზე მიაღწია

კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა გალაპაგოსის კუნძულებზე მიაღწია. წერს CNN.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის ბალტრასა და სანტაკრუსის კუნძულებზე ტალღების სიმაღლე 1.04 მეტრსა და 0.4 მეტრს აღწევს.
შეგახსენებთ, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის სიახლოვეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ფილიპინებში, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთშიც.