Loading data...
CNN: ირანთან ომი აშშ-ს 40 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა

ორი ინფორმირებული წყაროს ცნობით, პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ ირანთან მიმდინარე ომი 45,1 მილიარდი დოლარი დაჯდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, წყაროების ცნობით, უწყებამ კანონმდებლებს განუცხადა, რომ 3 სექტემბრის მდგომარეობით ომის ხარჯები 43,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რასაც დამატებითი საწვავისთვის საჭირო 1,5 მილიარდი დოლარიც დაემატა.

თუმცა, ეს შეფასება ომის ხარჯების სრულ სურათს არ ასახავს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ის არ მოიცავს დაზიანებული ბაზების ან შენობების შეკეთების ხარჯების შეფასებას. 

ამასთან, კონგრესს არ მიეწოდა სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებული არაპირდაპირი ხარჯების დეტალური გაშიფვრა, რასაც კანონმდებლები ითხოვდნენ. 

როგორც CNN-ი წერს, პენტაგონის მიერ წარმოდგენილი 45,1 მილიარდი დოლარის ოდენობის შეფასება აღემატება კონგრესის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც 1-ელ აგვისტომდე ომის ღირებულება 38 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პენტაგონი ივლისში ომის ხარჯებს 37,5 მილიარდი დოლარის ფარგლებში ვარაუდობდა.