1768367170
უცხოეთი
CNN: ირანში სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაწყებიდან, სულ მცირე, 2 403 მომიტინგე დაიღუპა.
როგორც მედია წერს, დაღუპულებს შორის 18 წლამდე ასაკის 12 მომიტინგეა.
ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოდან, სულ მცირე, 18 137 ადამიანი დააკავეს.
მონაცემები ეფუძნება იმ შემთხვევებს, რომელთა იდენტიფიცირება და გადამოწმებაც შეძლეს. CNN-ი იუწყება, რომ ირანში ინტერნეტის მიმდინარე გათიშვის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი იყოს.