Loading data...
CNN: ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო

ირანის რეჟიმმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნედლი ნავთობის თითქმის მეხუთედის გადაზიდვა ხდება. წერს CNN  წყაროებზე დაყრდნობით. 

როგორც მედია იუწყება, დანაღმვის პროცესი ჯერჯერობით მასშტაბური არ არის და ბოლო დღეებში ირანმა მხოლოდ ათეულობით ნაღმი განათავსა სრუტის წყლებში, თუმცა ერთ-ერთი წყაროს თქმით, ირანი კვლავ ფლობს მცირე ზომის ნავებისა და ნაღმსატრალავი ხომალდების 80-90%-ს, შესაბამისად, თეირანს პოტენციურად სრუტეში ასობით ნაღმის განთავსება შეუძლია.

IRGC-მა [ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი] ადრე განაცხადა, რომ სრუტეში გამავალ ნებისმიერ გემს თავს დაესხმებოდა და არხი ომის დაწყების დღიდან ფაქტობრივად დაკეტილია.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ ირანს „ოცჯერ უფრო ძლიერად“ დაარტყამს, თუ ის ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და მას განადგურებით დაემუქრა.