1763624122
უცხოეთი
CNN-ი ტრამპის ახალი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს
ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის წყარომ დაადასტურა გამოცემა Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის „ახალი სამშვიდობო“ გეგმა შეიმუშავა.
CNN-ის წყარომ განაცხადა, რომ ომის დასრულების ახალ გეგმაზე მუშაობას პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობს.
„მოლაპარაკებები გრძელდება. კრემლი მიანიშნებს, რომ კვლავ ღიაა შეთანხმებისთვის“, - ციტირებს CNN-ი თავის წყაროს.
„Axios“-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ახალი სამშვიდობო გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.
პუნქტები ოთხ ძირითად კატეგორიად იყოფა: მშვიდობა უკრაინაში, უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოება ევროპაში და აშშ-ს მომავალი ურთიერთობები უკრაინასთან და რუსეთთან.