1776609113
უცხოეთი
CNN: ჰორმუზის სრუტის კვლავ დახურვის გამო, საზღვაო მოძრაობა სრულად შეჩერებულია
18 აპრილს ჰორმუზის სრუტეში, ორ გემზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, საზღვაო მიმოსვლა კვლავ შეჩერდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
Marine Traffic-ის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე არსებული გემების უმეტესობა სპარსეთის ყურის სიღრმეში ან ომანის ყურის შედარებით უსაფრთხო წყლებში გადავიდა.
18 აპრილს ირანულმა ნავებმა სრუტეში გამავალ ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს, ხოლო მეორე გემს უცნობი ჭურვი მოხვდა.
ნიუ-დელიმ განაცხადა, რომ სრუტეში ინციდენტის დროს ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი გემი გადაადგილდებოდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ინდოეთმა ირანის ელჩი დაიბარა.