1787034705
უცხოეთი
CNN: ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმა განხორციელდა - არის მსხვერპლი
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების (UKMTO) ცენტრის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმა განხორციელდა.
მათივე განცხადებით, გემზე „დაუდგენელი ჭურვით“ თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ხომალდი ჰორმუზის სრუტეს ტოვებდა.
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის ცნობით, თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„დარტყმის შედეგად დაზიანდა ძრავის ოთახი და ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა. დარჩენილ ეკიპაჟს დახმარებას ომანის სანაპირო დაცვა უწევს“, - ნათქვამია განცხადებაში.