Loading data...
CNN: ჰორმუზის სრუტე ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 22-მა კომერციულმა გემმა გაიარა

MarineTraffic-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე, სულ მცირე, 22-მა კომერციულმა გემმა გადაკვეთა. წერს CNN.

როგორც მედია წერს, 14 გემი შევიდა სპარსეთის ყურეში, მათ შორის 11 სატვირთო და 3 ტანკერი, 
ყურე 8 გემმა დატოვა, რომელიც ოთხი სატვირთო გემისა და ოთხი ტანკერისგან შედგებოდა.

ომამდე ჰორმუზის სრუტეში დღეში საშუალოდ დაახლოებით 110 გემი გადაადგილდებოდა.

მედიის ცნობით, რეგიონში კვლავ ფიქსირდება GPS-ის სიგნალის გაყალბება, ნავიგაციაში ჩარევის ფორმა, რომლის შედეგადაც გემების გადაცემული მდებარეობა არასწორ ადგილას ჩანს. ეს პრობლემა კი ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის მონიტორინგს მნიშვნელოვნად ართულებს.