CNN: გაურკვეველია, მოაწერა თუ არა ოფიციალურად ხელი ირანის უზენაესმა ლიდერმა აშშ-სთან შეთანხმებას
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა უარი თქვა დაედასტურებინა, აქვს თუ არა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მოჯთაბა ხამენეის პირადად დამტკიცებული თეირანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებული შეთანხმება. წერს CNN.
როდესაც მას პირდაპირ ჰკითხეს, მოაწერა თუ არა უზენაესმა ლიდერმა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, ოფიციალურმა პირმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა.
„ჩვენ მხოლოდ იმას ვეყრდნობით, რასაც როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო წარმომადგენლები გვიდასტურებენ, რომ უზენაესი ლიდერი კმაყოფილია ჩვენი მოლაპარაკებების მიმდინარეობით“, - აღნიშნავს ოფიციალური პირი.
ამასთან, ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის პოლიტიკური სისტემის მიხედვით საბოლოო გადაწყვეტილება მაინც უზენაეს ლიდერს ეკუთვნის.
„ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია შევთანხმდეთ, აღვასრულოთ შეთანხმება და ირანს სარგებელი მხოლოდ მაშინ მივცეთ, როდესაც ამერიკელი ხალხისთვის გათვალისწინებულ სარგებელს მივიღებთ. ეს არის ჩვენი გეგმა“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.