Loading data...
CNN: აშშ-ის სამხედროებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს

აშშ-ის სამხედროებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველი ორი დღის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს, - ამის შესახებ CNN ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

CNN-ის ცნობით, ეს უზარმაზარი თანხა - 5.6 მილიარდი დოლარი - სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სისწრაფით ხარჯავს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი თანამედროვე შეიარაღების სისტემებს. მათ შორისაა შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი საბრძოლო მასალები, რომლებიც, ომის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად გამოიყენებოდა.

„აშშ და მისი მოკავშირეები, ასევე, ხარჯავენ საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან რაოდენობას ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გასანეიტრალებლად, რომელთა უზარმაზარი მარაგი აქვს თეირანს“, - განაცხადა არიზონას შტატის „დემოკრატმა“ სენატორმა მარკ კელიმ.

კონგრესიდან რამდენიმე წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ მიმდინარე ომი ნიშნავს, რომ ადმინისტრაციას, სავარაუდოდ, მალე მოუწევს კონგრესისთვის დამატებითი დაფინანსების თხოვნა მეტი საბრძოლო მასალის წარმოებისთვის.