1756212112
უცხოეთი
CNN: ამერიკის შტატ არიზონაში ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს

ამერიკის შტატ არიზონაში ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, სტიქიამ ქალაქი ფენიქსი დააზიანა. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
60 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ფენიქსის სქაი ჰარბორის საერთაშორისო აეროპორტში ქვიშის მტვრის გამო, თვითმფრინავების მიღებასა და გამგზავრებაზე აკრძალვა იყო დაწესებული.