„ჩვენს სუვერენიტეტზე სერიოზული თავდასხმაა“ - სიიარტო უკრაინას გაზსადენ „თურქულ ნაკადზე“ თავდასხმაში ადანაშაულებს
უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავს დაესხა „თურქული ნაკადის“ გაზსადენის ინფრასტრუქტურას, რომელიც დღეისათვის უნგრეთის გაზით მომარაგების ერთადერთი წყაროა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
როგორც სიიარტო წერს, „თურქულ ნაკადზე“ თავდასხმა უნგრეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ სერიოზული თავდასხმა.
„უკრაინა თავს დაესხა რუსეთში არსებულ „თურქული ნაკადის“ ინფრასტრუქტურას, რომელიც უნგრეთს გაზს აწვდის. „თურქული ნაკადის“ გარეშე უნგრეთს, როგორც გეოგრაფიული, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, არ შეუძლია გაზის უსაფრთხოდ მიღება. სანავთობო ბლოკადა გაზსადენ „დრუჟბის“ გავლით, ახლა კი ეს დარტყმა „თურქულ ნაკადზე“ ჩვენს სუვერენიტეტზე სერიოზული თავდასხმაა“, - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Ukraine has now attacked the infrastructure of TurkStream in Russia, which guarantees Hungary’s gas supply.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) March 11, 2026
Without TurkStream, Hungary simply cannot be supplied with gas safely from a geographical and physical standpoint.
Ukraine’s oil blockade through the Druzhba pipeline and…