Loading data...
„ჩვენი მეზობლები ჩვენი პრიორიტეტია“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ის პაკისტანში მიემგზავრება.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, ომანის დედაქალაქ მასკატსა და მოსკოვში მიემგზავრება, რათა მჭიდროდ ითანამშრომლოს პარტნიორებთან ორმხრივ საკითხებზე, კონსულტაციები გამართოს რეგიონულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ისლამაბადში, მასკატსა და მოსკოვში მივემგზავრები. ჩემი ვიზიტების მიზანია ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივ საკითხებზე მჭიდრო კოორდინაცია და რეგიონულ მოვლენებზე კონსულტაციები. ჩვენი მეზობლები ჩვენი პრიორიტეტია“, - აცხადებს აბას არაღჩი.