„ჩვენ არ ვნებდებით“ - მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი აშშ-ს ურთიერთგაგების მემორანდუმის „მნიშვნელოვან“ დარღვევაში ადანაშაულებს
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი შეერთებულ შტატებს ურთიერთგაგების მემორანდუმის „მნიშვნელოვან“ დარღვევაში ადანაშაულებს, მას შემდეგ, რაც „აშშ-მა, ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის საპასუხოდ, ირანის სამხედრო ობიექტებს დაარტყა“.
„აშშ-ს მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძირითადი დარღვევები: ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ გატარებული ცვლილებების დარღვევა, შემდგომი დარტყმების მუდმივი მუქარა, ნავთობთან დაკავშირებული სანქციების ხელახლა ამოქმედება, თავდასხმები სამხრეთ ირანზე, ლიბანზე სიონისტური აგრესიის გაგრძელება. ბულინგისა და გამოძალვის ეპოქა დასრულდა. ეს არსად მიგვიყვანს. ჩვენ არ ვნებდებით“, - წერს ირანის პარლამენტის სპიკერი.
Major MOU Violations by the US:
— محمدباقر قالیباف | MB Ghalibaf (@mb_ghalibaf) July 8, 2026
Violating Iranian adjustments in the Strait
Persistent threats of further strikes
Reinstating oil sanctions
Attacks on southern Iran
Continued Zionist aggression on🇱🇧
The era of bullying and extortion is over. It leads nowhere. We don’t fold.